თამარ ჩუგოშვილი: თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს

იმის ნაცვლად, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შალვა თადუმაძის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება დაედგინა, პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
“საუბარი იყო იმაზეც, რომ აკადემიური დაწესებულება, რომლის დიპლომიც კანდიდატს აქვს, საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ეს უნივერსიტეტი დამთავრებული ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებსაც აქვთ. რაც შეეხება დიპლომის ნამდვილობას, სრულიად მიუღებელია ის ფორმები, რა ფორმითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოხატავდა თავის აზრს, იმის ნაცვლად, რომ კანდიდატის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება დაედგინა, პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა. ამის მიუხედავად, თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს კომპონენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, – განმარტა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები