სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა 60 ქალმა ჭრა-კერვა-მოდელირება შეისწავლა

ჭრა-კერვის შემსწავლელი 3 თვიანი კურსი სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა 60 ქალმა გაიარა.

ჭრა-კერვის შემსწავლელი 3 თვიანი კურსის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია დღეს სამკერვალო ,,ლიდერში“ გაიმართა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი და ცნობილი მოდელიერი თათა ვარდანაშვილი ესწრებოდნენ.

“კურსი, რომლის ფარგლებში ჭრა-კერვა-მოდელირება, პროექტების წერა და ფანდრაიზინგი ორ ეტაპად 60-მა სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა ქალმა შეისწავლა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 9000 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ კურსის გავლის შედეგად, 60-დან 2-მა მსმენელმა უკვე საკუთარი სამკერვალო შექმნა და დასაქმდა. პროექტი “გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“ განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ნაბიჯი განვითარებისთვის“,”-  ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები