“რა პრობლემებიც აქვს ბაღდათის მოსახლეობას, ვცდილობთ, მათი მოგვარება მინიმალურ დროში უზრუნველვყოთ”

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ  პავლიაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოქსაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

„დღეს ვიმყოფებით ბაღდათში, შევხვდით ქალაქის მოსახლეობას, აქაც მოსახლეობას რა თქმა უნდა აქვს პრობლემები, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია, ვიდრე სოფლის მოსახლეობის პრობლემები. მოვისმინეთ ყველა პრობლემა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. შესაბამისად დავგეგმეთ ის მოქმედებები, როგორ უნდა მოვაგვაროთ თითოეული საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვედრაზე, ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ თუ რა პროექტებია განხორციელებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და როგორ შეუძლიათ ახალ პროექტებში ჩართვა.
“მოსახლეობას აქვთ საშუალება პირდაპირ დასვან ის პრობლემები,რომელიც აწუხებთ,სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველგან წარმოდგენილი ვართ, ჩვენი რეგიონალური სამსახურებით.ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას,თუ რ პროექტები განხორციელდა და როგორ შეუძლიათ ახალ პროექტებში ჩართვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უდავოდ მოიტანს პოზიტიურ შედეგს“, – განაცხადა გარემოს დაცვის ადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაღდათის მერმა არჩილ გოქსაძემ.
“დღეს უკვე მერამდენე შეხვედრა გაიმართა ბაღდათში,რომელიც ივლისის თვეში დაიწყო. სადაც მონაწილეობას იღებენ რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩართული ვართ ამ პროცესში. შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა სოფლებში, რათა უფრო ახლოს გავეცნოთ, რა პრობლემები აწუხებთ. ვცდილობთ, რომ ყველა საკითხის მოგვარება მინიმალურ დროში უზრუნველვყოთ. ის სურვილები, რომლებიც მოდის მოსახლეობიდან, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული და რეალიზებული რეალური ცხოვრებაში”, – აღნიშნა არჩილ გოქსაძემ.
ადგილობრივების თქმით, მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შეხვედრები, რათა პირადად გააცნონ პრობლემები ხელისუფლების წარმომადგენლებს.
“ზოგჯერ შეიძლება გვქონდეს ისეთი პრობლემა, რომელსაც ხათრით ვერ ვამბობდეთ. არის ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც ესაჭიროება დაფინანსება.ასევე ჩვენს უბანში არის გზის პრობლემა და გვეუბნებიან რომ გაკეთდება და იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება.კარგია რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გულწრფელად მიმართეს მოსახლეობას”, – ამბობს ადგილობრივი ნინელი ხიზანეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები