ირაკლი აბესაძე თავაძეს: როცა იქნებით დოქტორი, შემდეგ მოდით გასაუბრებაზე

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს სამართლის დარგში კვალიფიკაციას უწუნებს და მას შემდეგ სთხოვს მოსამართლეობის კანდიდატად გასაუბრებაზე მოსვლას, როდესაც დოქტორი გახდება.
“თქვენი ოთხწლიანი დიპლომი არის ბაკალავრის, ეს წერია დოკუმენტში, არც ერთი საგანი არ გისწავლიათ სამართალთან შემხებლობაში, მაგრამ ჩვენი დღეის მოქმედი კანონი, თქვენ როგორც ბიზნესის დარგში მაგისტრს, განიჭებთ უფლებას სამართლის დარგში გახდეთ დოქტორანტურის წევრი. როცა იქნებით დოქტორი, შემდეგ მობრძანდით და შემდეგ მიიღეთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურაზე, დღეს თქვენ მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მონაცემებსაც ვერ აკმაყოფილებთ”,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები