რატომ არ შეუძლიათ თელავის ბაღებში მშობლებს ბავშვის საღამომდე დატოვება

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ბავშვების საღამოს 6 საათამდე დატოვება მშობლისთვის სამსახურის ცნობის გარეშე შეუძლებელია.

როგორც ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მშობელმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ზოგჯერ შეიძლება მშობელმა ვერ მოახერხოს 6 საათამდე ბავშვის სახლში წაყვანა და ამის გამო ბაღიდან პრობლემები არ უნდა ექმნებოდეს.

გულნარა კოტორაშვილი , რომელსაც შვილიშვილები აქტიურად დაჰყავს ბაღში,ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,რომ აუცილებელია ბაღის სამუშაო გრაფიკი დიასახლისებისთვისაც საღამოს 6 საათამდე იყოს, რადგან სამსახურის გარდა შესაძლოა, მშობელს სხვა რიგი პრობლემები და საკითხები ქონდეს მოსაგვარებელი.

“შეიძლება მშობელი არ მუშაობდეს,მაგრამ ისე იყოს საქმეებით დაკავებული, რომ ვერ შეძლოს შუადღის 4 საათზე ბავშვის გამოყვანა.ჩემი აზრით პრობლემა არ უნდა იყოს,რომ ბავშვი საღამოს 6 საათამდე რჩებოდეს ბაღში”-აღნიშნავს გულნარა კოტორაშვილი.

როგორც გაირკვა, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სამუშაო გრაფიკი 9-დან 6 საათამდეა.დადგენილება,რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული დღემდე აქტიურად მოქმედებს. მუნიციპალიტეტის ბაღებში. მშობელი ე.წ. გახანგრძლივებული ჯგუფით მხოლოდ იმ შემთხვევაში სარგებლობს,თუ ბაღების გაერთიანებაში სამსახურის ცნობას წარადგენს.

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი,ია ლუარსაბიშვილი “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს,რომ დადგენილება თელავის საკრებულომ მიიღო და დღემდე ასე გრძელდება.

“ჩვენს მუნიციპალიტეტში ბაღებში მომსახურება 9 საათიდან 4 საათამდეა,დანარჩენი 2 საათი 16 სთ-დან 18 -სთ-მდე ბავშვი ე.წ. “გახანგრძლივებულის” ჯგუფით სარგებლობს. მიმდინარეობს მუშაობა რომ მომსახურება 9 სთ-დან 6 სთ-მდე ყოველგვარი სამსახურის ცნობის გარეშე მოხდეს. დგას საკითხი,რომ რადგან ქვეყანაში ბევრი დასაქმებული დედა გვყავს,მომავალი წლისთვის ბაღებში სამუშაო გრაფიკმა 9 -დან საღამოს 6 საათამდე გადაიწიოს.”-აღნიშნა ლუარსაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, გაერთიანებას აქვს სოციალური პაკეტი და ვალდებულებები,რომ მრავალშვილიან ოჯახებს,სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მარტოხელა დედებს გაეწიოთ შეღავათი და ბავშვები საღამოს 6 საათამდე დატოვონ ბაღში.

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღნიშნავენ,რომ გარდა ოფიციალური სამსახურის ცნობის, მშობელს, რომელიც შესაძლოა, დაკავებული იყოს რომელიმე კერძო სამსახურში, ინდ მეწარმის ხელმოწერის და პირადობის მოწმობის საფუძველზე აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვი ბაღში საღამოს 6 სთ-მდე დატოვოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები