სალომე სამადაშვილი: მივესალმები, რომ დავით გარეჯის საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებშია

დავით გარეჯთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებს მთავარი ზიანი “ქართულმა ოცნებამ” და პრეზიდენტმა მიაყენეს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

“თუ მთავრობას პრეტენზიები ვინმესთან აქვს, შეუძლია, საკუთარ პოლიტიკურ რიგებში მოიკითხოს, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი. მივესალმები, რომ საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის. პრობლემის შექმნაზე კი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, “ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ეკისრებათ”, – განმარტა სამადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები