გორის მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აქციას მართავენ

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს აქციას პერფორმანსის სახე აქვს და საყვირების და სიგნალების ფონზე კიდევ ერთხელ ახსენებენ გორელებს, რომ გორს სამარცხვინო მერი ჰყავს.

აქციის მონაწილეებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის კედლებზე სტიკერები წარწერით “სირცხვილია” გააკრეს.

“ერთი წელი გავიდა , რაც ზუსტად ამ ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ნაგვის ურნა ჩამომამხო თავზე . გამოძიება ჭიანურდებოდა ამ საქმეზე და ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას”- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

გასული წლის 10 ოქტომბერს გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

რა დროსაც ერთ-ერთ აქტივისტს გიგა მაქარაშვილს გორის მერიის თანამშრომელმა  ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით წაუყენეს. ეს მუხლი გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები