ავსტრიაში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები(ფოტო,ვიდეო)

ავსტრიის ქალაქ ლინცში, აეროპორტთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა.
დაშავებულთა შესახებ მედია განსხვავებულ მონაცემს ავრცელებს.
ტელეარხის N-TV-ს ინფორმაციით, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, Kronen Zeitung კი, ცხრა დაშავებულზე საუბრობს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
მედია აღნიშნავს, რომ აფეთქება ნაგვის უტილიზაციის საწარმოში მოხდა, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
შენობაში სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.
Kronen Zeitung აღნიშნავს, რომ მომხდარს ავიამიმოსვლის შეფერხება არ გამოუწვევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები