“ლეიბორისტები” პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ

“ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, პარლამენტმა 4 ოქტომბერს ჩუმად განიხილა მის მიერვე მომზადებული საკანონდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლა რეზინისა და პლასტმასის ტყვიებით უნდა აკრძალულიყო.

ჩხარტიშვილი მოითხოვს, რომ პარტიის მიერ წარდგენილი ინიციატივა პარლამენტმა 2 კვირის განმავლობაში თავიდან განიხილოს საჯაროდ და კანონად აქციოს.

ასევე პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან დეპუტატებისთვის მიიტანეს დიპლომები – “გახარია-თვალთხარია-გავრილოვის” სახელწოდებით.

“საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოქალაქეებისთვის თვალების დათხრას მომავალშიც, ამის დასტურია, რომ პარლამენტმა ჩუმად განიხილა ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახიფათო ტყვიები, რეზინისა და პლასტმასის, უნდა ყოფილიყო სპეცსაშუალებებიდან ამოღებული, მაგრამ ამის ნაცვლად განხილვაზეც კი არ დაგვიძახა, ამიტომ ჩვენ არჩილ თალაკვაძეს, ანრი ოხანაშვილს და დიპლომებთან დაკავშირებით გაჭირვებაში მყოფ თადუმაძეს, რომელმაც არ სცნო დაზარალებულად თვალდათხრილი გომური და სხვა ადამიანები, ვაჯილდოვებთ “გახარია-თვალთხარია-გავრილოვის” დიპლომებით, მეტი დიპლომის ღირსი არ არიან, რადგან მათ მხარი დაუჭირეს ივანიშვილის განზრახვას, რომ მომავალშიც დათხარონ თვალი მომიტინგეებს, დაასახიჩრონ და ხანდახან მოკლან კიდევაც, ამასთანავე ვინაიდან გვინდა, რომ მომიტინგეთა დასახიჩრება დასრულდეს, თავიდან მოვითხოვთ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას საჯაროდ. დედამიწის ზურგზე არავის არ ახსოვს ალბათ, რომ ავტორის გარეშე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება განეხილოს. ფარულად, ქურდულად, 4 ოქტომბერს პარლამენტმა განიხილა ჩემი წინადადება ისე, რომ არც გაგვაგებინა, ჩვენი მოთხოვნაა პოლიციამ, თუკი ეს დასაბუთებული იქნება, აქცია დაშალოს მშვიდობიანად, ჩვენ მოვითხოვთ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ამ კანონპროექტის განხილვას, რათა აქციების დაშლა მოხდეს მართლზომიერად და წესების დაცვით”,- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები