ილია ჯიშკარიანი ბრალის წარდგენაზე: საიდან? რანაირად? ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც პროკურატურამ თანამშრომლის მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ბრალი გუშინ წარუდგინა, პირველ კომენტარს “ინტერპრესნიუსთან” აკეთებს.

როგორც აცხადებს, მისთვის ეს შოკისმომგვრელი იყო.

“სიმართლე გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ”, – აცხადებს ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ გუშინ ასევე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა თამთა თოდაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები