ტაქსის კომპანია “მაქსიმის” ხელმძღვანელობა ბათუმელი მძღოლების მოთხოვნას შეისწავლის

ტაქსის კომპანია “მაქსიმის” ხელმძღვანელობა ბათუმელი მძღოლების მოთხოვნას შეისწავლის და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კომპანიაში განუცხადეს.

ბათუმში, ტაქსის კომპანია  “მაქსიმის” მძღოლებმა საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ადმინისტრაციისგან ძველი ტარიფით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.

მათი თქმით, 1 ოქტომბრიდან სამგზავრო ტარიფები დაეწიათ, რაც ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა.

მძღოლების განცხადებით, თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ გადახედავს, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები