ნინოწმინდაში რვა კილომეტრამდე გზა დაიგება

ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 91-98კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  4 077 406 ლარზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის 7 498 მეტრიანი მონაკვეთი დაბა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრის მიმართულებით დაიგება.

გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობისთვის 11 თვე ექნება. მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ორწლიანი საგარანტიო ვადა უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები