“კომუნისტური პარტია” გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით აქციებს იწყებს

ხვალიდან გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, “კომუნისტური პარტია” აქციების გამართვას იწყებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ალეკო ლურსმანაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
“ხვალ 14: 00საათზე “კომუნისტური პარტია” და  მოძრაობა “მეგობრობა და სამართლიანობა” შევიკრიბებით სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ძეგლი დაბრუნდეს თავის ადგილზე. ამ დროისთვის, გვაქვს  6 000 ხელმოწერა. ამ ადამიანებს უნდათ სტალინის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნება. აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ დიდი ბელადის ძეგლს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არ დააბრუნებენ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს ძეგლის დაბრუნების თხოვნით, ახლა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ”, განაცხადა ალეკო ლურსმანაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ, დავით რაზმაძემ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, რომ  საკრებულოს არ  აქვს უფლება სტალინის ძეგლის დაბრუნების თაობაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს.
“კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, რომ სტალინის ძეგლი ირიცხება კულტურის სამინისტროს ბალანსზე შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ძეგლის დაბრუნებისა თუ არ დაბრუნების შესახებ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები