სოფო კილაძე: “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, საზოგადოებას არ მისცეს საშუალება, შალვა თადუმაძის პასუხებს მოუსმინოს

ოპოზიციის ვალდებულებაა იყოს კრიტიკული, იყოს საქმიანი და მხოლოდ ეს უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას. ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი და ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მიმართა, ჩაინიშნონ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას ოპოზიციის მხრიდან განვითარებული ინციდენტი.

“მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვირვებლებს, აუცილებლად მოინიშნონ ეს ინციდენტი ისევე, როგორც სხვა ინციდენტები. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოპოზიციის ვალდებულებაა იყოს კრიტიკული, იყოს საქმიანი და მხოლოდ ეს უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას. ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი და ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ვკითხოთ, რომელიმე კონგრესმენი, რომელიმე სენატორი თუ იქცევა ასე. ოპოზიციის წარმომადგენლები დესტრუქციულად არ აძლევენ კანდიდატს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას. პირდაპირ ეს არის მიზანი ნაციონალური მოძრაობის, რომ საზოგადოებას არ მისცეს საშუალება, მოისმინოს ბატონი შალვა თადუმაძის პასუხები და ცდილობს, ეს პასუხები გადაფაროს მასკარადით, რაღაც შოუებით. ძალიან გთხოვთ, დააფიქსიროთ ამათი საშინელი საქციელის ყველა ეს გამოვლინება”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები