ვასკა, ერთ-ერთი უხუცესი ყარყატი, რომელიც ბათუმის ბულვარში წლებია ბინადრობს

ვასკა-ერთ-ერთი უხუცესი ყარყატია, რომელიც ბათუმის ბულვარში წლებია ბინადრობს გამოირჩევა მეგობრული თვისებებით.

მოსწონს როდესაც ბულვარში მოსული სტუმრების ყურადღების ქვეშ ექცევა და ფოტო ობიექტივთანაც სიამოვნებით პოზირებს.

ვასკას გარდა ბათუმის ბულვარში არსებულ “გედების ტბაზე“ 150-მდე სხვადასხვა ჯიშის ფრინველი ბინადრობს. მათ შორის 70 მოცურავეა.

აქ შეხვდებით გედებს, მთის ბატებს. ხმელთაშუა ზღვის ხმელეთის კუს, რომელიც ბულვარში წლებია ცხოვრობს. სულ კუების რაოდენობა 6 ერთეულს შეადგენს. აღნიშნული სახეობის კუ ზამთრისთვის მიწას თხრის და გაზაფხულამდე თხრილში იძინებს.

ბულვარში პარალელურად სელექციურ სამუშაოებსაც ახორციელებენ, რის შედეგადაც სხვადასხვა ჯიშის ბარტყების გამოჩეკაა შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ციცრის ბარტყები გამოიჩეკნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები