27 წლის კაცი საკუთარ ოთახში კისრის არეში დაჭრილი იპოვეს

ქობულეთში, ახალგაზრდა ბიჭი ყელის არეში დაჭრილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

მედიკოსების თქმით, მას ჭრილობა სავარაუდოდ ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები