ახალციხეში ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს  შეეჯახა 

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარედ ავარია მოხდა.

ტრაილერი  გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარიის გამო ქალაქში საცობი შეიქმნა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლოთ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა ტრაილერის მძღოლი, რადგან მისი ბრალეულობა გამოიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები