ასპინძაში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება

დაბა ასპინძაში, ე.წ სამკუთხა პარკში გარე გამოყენების ქუჩის ტრენაჟორების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დაბაში 10 სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორი დამონტაჟდება,მოეწყობა საჩრდილობელი ფანჩატურიც.

ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება განკუთვნილი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ცხრა ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს 12:00 საათზე დასრულდება.

მერიას ტენდერის სავარაუდო ღირებულებად 17 000 ლარი აქვს განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები