ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

60 მილიონი ევროს ოდენობით პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყალის, კახაბერის, ადლია – აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოებას, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყალის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.

პროექტი ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში, ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებასა და დამსვენებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდას.

ასევე, ხელი მოეწერა “საგრანტო ხელშეკრულებას”.

აღნიშნული ხელშეკრულებით, გერმანულმა მხარემ გამოყო დამატებითი დაფინანსება 1,8 მილიონი ევროს ოდენობით, 2019 წლის 14 ივნისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW)-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით, ჯამში, გათვალისწინებულია 7,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება.

პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციას.

პროექტი უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები