ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გახარიას ძალიან დადებითად მოიხსენიებენ ამერიკელები, რაც ძალიან კარგია

“ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, გახარიას ძალიან დადებითად მოიხსენიებენ ამერიკელები, რაც ძალიან კარგია.

“საქართველოს მთელი ისტორია ათასწლეულების მანძილზე იყო სწორი საგარეო პოლიტიკის მოძებნა ისე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ბიზანტიის, სპარსეთის, ოსმალეთის, არაბთა ინტერესები. ჩვენ ვიყავით ამ ინტერესების გადაკვეთის წერტილში. ახლაც იგივეა. ურთულესი გამოწვევები გვაქვს, მაშინ როცა რუსეთს, ჩინეთსა და ამერიკას თავისი ინტერესები აქვთ სამხრეთ კავკასიაში.შტაინმაიერი აქ არის “ფორმულის“ გარეშე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მალე ეს “ფორმულაც“ ვიხილოთ, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ამ კონტექსტში გახარიას ძალიან დადებითად მოიხსენიებენ ამერიკელები, რაც ძალიან კარგია“. – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

გამოცემა “ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზეც საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები