9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 9 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მიმდინარეობას და შემდგომ პერსპექტივებს განიხილავს.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს და თურქეთს ეწვევა.
„პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები