ირაკლი მეზურნიშვილი: დასავლური მედიაც აღნიშნავს, თუ რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს

დასავლური მედიაც აღნიშნავს, თუ რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი “ვაშინგტონ თაიმსში” გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტატიაში განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება გიორგი გახარიას წარმატებული საქმიანობა ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში.

“მისასალმებელია, რომ პირველ ნაბიჯებს და განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა უკვე მოჰყვა პოზიტიური შეფასებები დასავლეთში. “ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს, რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს “რთული გზა ელის წინ, მაგრამ მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება”. დასავლური მედიაც აღნიშნავს, თუ რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს. განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება მისი წარმატებული საქმიანობა ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში“- , აღნიშნავს მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები