დავით ჭიჭინაძე: ზარდიაშვილის გაშვებით “ქართულმა ოცნებამ” თვითგანახლების პროცესი დაიწყო

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ვანო ზარდიაშვილის პარლამენტში დეპუტატის მანდატის დატოვებით „ქართულმა ოცნებამ“ თვითგანახლების პროცესი დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, პარტიაში “კოლექტიური ზარდიაშვილები” ბევრნი არიან.
“გაწირავს თუ არა „ოცნება“ კალაძეს და რატო თქვა ზარქუამ პარლამენტის წევრობაზე უარი.
ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულმა ოცნებამ“ თვითგანახლების პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად დროულია ეს და ვისით ჩაანაცვლებს, ეს მეორე საკითხია. რადგან იმდენად ბევრნი არიან ეს “კოლექტიური ზარდიაშვილები”, რომ “ოცნება” მაშინ პრაქტიკულად უსისხლოდ უნდა დარჩეს.
მით უმეტეს, რომ “ქართული ოცნება” დღეს გარკვეული ჯგუფებით, თუ დაჯგუფებებითაა დაკომპლექტებული.
ამასთან, ფაქტია ისიც, რომ ზარქუამაც კი უარი თქვა ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა არა იმიტომ, რომ პარლამენტარობა არ სურს.
საქმე იმაშია, რომ აუდიტის სამსახურმა, რომელიც საკმაოდ კარგად, ინტენსიურად და ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში 33 დასკვნა დადო, მაგრამ არცერთ მათგანზე პროკურატურის მიერ საქმის გამოძიება არ დაწყებულა.
აუდიტის დასკვნებს შორისაა საქმე, რომელიც ენერგეტიკის სფეროს ეხება. უფრო კონკრეტულად საუბარია ელექტრო სისტემაში 72-მილიონიან ზარალზე, კორუფციაზე, ასტრალურ პრემიებზე, უმართავ ხარჯებზე…
დასკვნა დაიდო 4 ოქტომბერს და პროკურატურამ გამოძიებაც პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო.
ზარქუა კი, სწორედ იმ გუნდის, ანუ კალაძის გუნდის, წევრია, რომელსაც დღეს პრობლემა წაუყენეს.
აი ამიტომ ათქმევინეს ზარქუას პარლამენტის წევრობაზე უარი, თორემ ის კომიტეტის სხდომებსაც კი დიდი ენთუზიაზმით ესწრებოდა”,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
ცნობისათვის, გუშინ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში დეპუტატის მანდატი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები