გია აბაშიძე: გახარია ფლობს გამოცდილებასა და უნარს წარმართოს საქართველო ევროკავშირისა და ნატოსკენ, მოსკოვის უშუალო პროვოცირების გარეშე

ექსპერტი გია აბაშიძე “ვაშინგტონ თაიმსის” მერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ამ სტატიიდან ამონარიდებზე აზიარებს.
“პროდასავლური საქართველო ისრაელთან ერთად ამერიკის ყველაზე ერთგული, საიმედო მეგობარი და მოკავშირეა ფართო რეგიონში.
ბატონმა გახარიამ ცხადყო, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირე და რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობათა წინსვლა მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
ეკონომიკურ სექტორში მისმა წარმატებამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბოლო პერიოდში საქართველო მსოფლიო ბანკის გლობალური ბიზნესის კეთების ინდექსის მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველო ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზეა, როდესაც საქმე ეხება მთავრობის ეფექტურობას და კორუფციის აღქმას.
ბატონი გახარია ფლობს გამოცდილებასა და უნარს წარმართოს საქართველო ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის უშუალო პროვოცირების გარეშე.
პარლამენტში დამტკიცების დროს, ბატონმა გახარიამ მოუწოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობისას, საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ”ჭკვიანურად და რაციონალურად” უნდა გამოყენებულ იქნას ყველა ”არსებული ფორმატი”. ბატონ გახარიას ესმის, რომ რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება სავალალო შედეგებს გამოიღებს.
ბატონ გახარიას რთული გზა აქვს ნავიგაციისთვის. მას შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. მას დასჭირდება თავისი ხალხის, ევროპისა და, ყველაზე მეტად, შეერთებული შტატების მხარდაჭერა”,- წერს გია აბაშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ამერიკული გამოცემის სტატია ვრცლად იხილეთ ლინკზე – http://kvira.ge/505554

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები