კალაშნიკოვი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს შეხვდა-“რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა უახლოეს დროში მოხდება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, უახლოეს დროში განახლდეს, – განაცხადა რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.

“კონკრეტულ თარიღს ახლა არ დავასახელებ. ვფიქრობ, უახლოეს დროში უნდა გვქონდეს ამის იმედი”, – განაცხადა კალაშნიკოვმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ქართველ კოლეგებს მოუწოდებდა ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

“ბოლო დროს საქართველოში მსგავსი ექსცესები არ განმეორებულა, ამასთან, პოლიტიკოსებმაც უნდა გამოავლინონ ნება, მათ შორის ახალმა პოლიტიკოსებმაც, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის განცხადებები გაკეთდეს. უბრალოდ არაფერი მოხდება”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები