სოფელ ხურვალეთის და ხურვალეთის დევნილთა დასახლების პატარებს საშუალება მიეცემათ რაგბი შეისწავლონ

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში ახალი პროექტი ამოქმედდა.

ე.წ საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთის და ხურვალეთის დევნილთა დასახლების პატარებს საშუალება მიეცემათ რაგბი შეისწავლონ.

ამჟამად აღნიშნულ სექციაში 30–მდე პატარა სპორტსმენი მეცადინეობს.

სამომავლოდ, მათ ბაზაზე იგეგმება გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სარაგბო ფესტივალებში, სხვადასხვა ტურნირებში.

“პატარა მორაგბეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე შედგა ჯგუფი, სადაც ისინი კვალიფიციური მწვრთნელების ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. პატარები კვირაში რამდენიმე დღე გორის რაგბის სტადიონზე ივარჯიშებენ, საამისოდ კი ხურვალეთიდან გორში სპეციალურად მათთვის სპორტის სააგენტოს ტრანსპორტი იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ გორში რაგბის სექცია რამდენიმე წელიწადია არსებობს და ახალგაზრდების ჩართულობაც მასში მზარდია, თუმცა ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს, საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე სოფლებში სპორტის და რაგბის განვითარება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით სცდება სპორტის ცალკეული სახეობის განვითარების ფარგლებს”-  ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები