მაშველებმა 68 წლის კაცი მდინარე რიონიდან უვნებლად გამოიყვნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ხიდის ქვეშ, მდინარე რიონში იმყოფებოდა მოქალაქე, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

68 წლის მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც, წყლის დონის მომატების გამო მდინარეში არსებულ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე გასვლა ვეღარ შეძლო.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც მამაკაცი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები