საპენსიო ასაკის მქონე 92 პრაქტიკოს მასწავლებელს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები დღეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდნენ.

საპენსიო ასაკის მქონე 92 პრაქტიკოს მასწავლებელს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდო მიიღო, მუნიციპალიტეტის მერიისგან საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს, მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

„სკოლისა და მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ მასწავლებლების შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, გაწეული საქმიანობისათვის, იმ თავდაუზოგავი შრომისა და ღვაწლისთვის, რასაც ათწლეულების განმავლობაში ეწეოდით. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს მომავალშიც “- აღნიშნა ზაზა მელიქიძემ .

ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ახალციხის სამუსიკო სკოლაში გაიმართა, რომელშიც სკოლის პედაგოგები და აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები