აშშ ევროპაში 37 ათასი სამხედროს გადასროლას გეგმავს

აშშ ევროპაში სამხედრო სწავლებას გამართავს, რომლის ფარგლებში 37 ათასი სამხედროს გადასროლა მოხდება, რაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ევროპაში ჯარის ყველაზე დიდი დისლოცირების შემთხვევა იქნება.

ამის შესახებ Spiegel ევროპაში აშშ-ის ჯარის მირ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

სწავლების მიზანი, რომლის სახელწოდებაა Defender 202-ია, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მოწინააღმდეგის შეკავების ამაღლებაა. მასში 19 ქვეყნის 37 ათასი სამხედრომოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სამხედროების გადასროლა მოხდება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. გერმანიის ტერიტორია კი, ლოგისტიკური ცენტრი იქნება.

გაზეთი წერს, რომ გერმანიის მემარცხენე პარტიაში დაგეგმილი სწავლება გააკრიტიკეს, რადგან მათი აზრით, “ის რუსეთის რეაქციას გამოიწვევს, რაც აუცილებლად გახდება ესკალაციის მიზეზი”.

ბუნდესტაგის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ნოიმ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეიკავონ სწავლებაში მონაწილეობისგან და არც გერმანიის ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები