კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, არიან დაღუპულები

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაკარგულად ითვლება.

იტალიის სახმელეთო დაცვაში აცხადებენ, რომ 22 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ხომალდზე კი, 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ფლავიო დი ჯაკომოს თქმით, ნავი ტუნისიდან მოემართებოდა, მისი მგზავრები კი, ძირითადად “ტუნისელი და დასავლეთ აფრიკელი მიგრანტები იყვნენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები