გორში, სოფელ თერგვისში ქალს გველმა უკბინა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში გუშინ გვიან ღამით 39 წლის ქალბატონს გველმა ყელის არეში უკბინა.

დაშავებული სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში ” იქნა გადაყვანილი.

“ღამი საათებში შემოყვანილი იქნა ქალბატონი ,რომელსაც ყელის არეში აღენიშნებოდა ქვეწარმავლის ნაკბენი. პაციენტის გადმოცემით, მან ლოგინში ნახა გველი, რომელმაც უკბინა. ჩაუტარდა ყველა საჭირო ვაქცინაცია და პაციენტი მოთავსებული იქნა სტაციონარში.ამ დროისთვის კი სახლშია გაწერილი” – განაცხადა კლინიკა ,,გორმედის” თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები