ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქვედა და ზედა საქარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას უტარდება.
პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 239179 ლარია.

გზის მოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა, დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საგზაო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.
​ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აღნიშნული გზით 2000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

“ქვედა საქარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული გზის მონაკვეთი ორ სოფელს, ქვედა და ზედა საქარას აკავშირებს ერთმანეთთან. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 2000 – ზე მეტი ადამიანი შეძლებს”,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

გზის ზედაპირის აღდგენა პროექტის მიხედვით ბეტონის საფარით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ალპედე” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები