ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე,საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში საროში, ხიზაბავრაში, თოკსა და ვარგავში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ძირითადად პრობლემად გამოკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის და შიდა გზების პრობლემები, რომლის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

ასპინძის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები