ძლიერმა ქარმა ბათუმში, ორსართულიანი სახლის სახურავის ნაწილი დააზიანა

ძლიერმა ქარმა ბათუმში,  ნინოშვილის 2 ნომერში ორ სართულიანი სახლის სახურავის ნაწილი დააზიანა.

ბარაკული ტიპის საცხოვრებელში 19 ოჯახი ცხოვრობს, პრობლემა  კი 4 ოჯახს შეექმნა.

როგორ სახლის მცხოვრებლები ამბობენ, ნაგებობა ძველია და მასში ცხოვრება მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ერთ-ერთ დაზარალებულს დროებით ქირით გაიყვანენ. სახლის სახურავს კი დღის განმავლობაში შეაკეთებენ.

“სულ ოთხი ოჯახია დაზარალებული, ერთს ესაჭიროება გადაყვანა და მას ქირით გავიყვანთ, დაწყებულია სამუშაოები, სახურავის დაზიანებული ნაწილი დღესვე შეკეთდება”- განაცხადა ბათუმის მერიის მუნიციპალური განვითარების სერვისის მენეჯერი ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი დევაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები