ელექტროენერგიის მოხმარებამ 2019 წლის 8 თვეში 8.6 ტვტ.სთ შეადგინა

Galt & Taggart-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 8.6 ტვტ.სთ შეადგინა, რაც წლიური 2.3%-იანი ზრდაა. ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია, როგორც წინა წლებთან, ისე პროგნოზირებულთან შედარებით. ანალოგიურ პერიოდებში ზრდა 7.7% და 8.2% იყო, შესაბამისად 2018 და 2017 წლებში.
ეკონომიკის სამინისტროს განახლებული პროგნოზით, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 13.3 ტვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც წლიური 5.7%-იანი ზრდაა. ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვანად არის შემცირებული თავდაპირველ 13.2%-იან პროგნოზთან შედარებით. მოხმარების ზრდის ტემპის შენელება კლიმატურ პირობებს და ასევე კრიპტოვალუტის მაინერების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები