ქუთაისის მერიის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურს მირზა მამასახლისი უხელმძღვანელებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე,  კონკურსის წესით, მირზა მამასახლისი დაინიშნა.

მირზა მამასახლისი ბაკალავრიატის საფეხურზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტურანტურაზე კი თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში სწავლობდა. დოქტორის ხარისხი მამასახლისმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.
2010-2013 წლებში  მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014-2017 წლებში-  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სპეციალისტად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები