ერაყში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 104-მდე გაიზარდა

ერაყში მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 104-მდე გაიზარდა, 6 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 540 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო INA ქვეყნის შს სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა შორის რვა სამართალდამცველია.
ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვს.
თუმცა უკვე დღეს გახდა ცნობილი, რომ აქციები დროებით შეჩერდა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი განახლდა, აღდგენილია ინტერნეტ კავშირი.
დემონსტრაცია პირველი ფართომასშტაბიანი პროტესტია პრემიერ-მინისტრის ადელ აბდელ მახდის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებაში ერთი წლის წინ მოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერაყი მსოფლიო ნავთობის მარაგის მეოთხედს ფლობს, მსოფლიო ბანკის მონაცემით, 2014 წელს ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი დღეში 1,9 დოლარზე ნაკლებს ხარჯავდა. ყოველი მეექვსე ოჯახი საკვები პროდუქტების ნაკლებობას განიცდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები