ახალციხეში სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 6 ოქტომბერს, ახალციხე-ასპინძის ცენტრალურ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა სვლა შეანელა, უკნიდან კი მეორე მანქანა დაეჯახა. დამუხრუჭება ვერც უკან მომავალმა მესამე მანქანამ მოასწრო.
შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული გადაყვანილია ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მომხდარი ისჯება ჯარიმით ან შინა პატიმრობით, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები