კარალეთში 57 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული 1962 წელს დაბადებული ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა გორმედში გადაიყვანა.

“შემოყვანილია 57 წლის ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება”, – უთხრეს “რეგონულ კვირას” გორმედის პრესცენტრში.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები