გორის ავტობანზე მსუბუქი მანქანა ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

რამდენიმე წუთის წინ გორის ცენტრალურ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ფიტის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.  “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ცხოვრობს. ის ამ დროისთვის, უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი  ნასვამ მდგომარეობაში იყო და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები