ავტოსაგზაო შემთხვევას რუსეთში ქობულეთელი თემურ ტაკიძე და მისი ოჯახი ემსხვერპლა 

ავტოსაგზაო შემთხვევას რუსეთში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის მცირეწლოვანი. ერთ-ერთი დაღუპული ქობულეთში მცხოვრები თემურ ტაკიძეა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ქობულეთში, სოფელ ლეღვას მკვიდრი უყვება, კაცი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. იგი სამსახურეობრივი მივლინებიდან რუსეთში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად სახლში მსუბუქი ავტომობილით ბრუნდებოდა, რა დროსაც ისინი მოძრავ ტრაილერს შეეჯახნენ. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს რუსეთში დაკრძალავენ. დაღუპულები ამავე ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები