თამთა თოდაძე ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს
ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე თამთა თოდაძე გამოკითხეს. თამთა თოდაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პოლიციის სამმართველო ამ დრომდე იმყოფება მისი დედა, ხათუნა ოქროპირიძე.
“გამომძიებელს თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვები, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, რომ მომხდარიყო მორიგება ამ ფაქტის უარყოფაზე და გამოძიება არ დაწყებულიყო”,- განაცხადა თოდაძის ადვოკატმა თამუნა ლუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
“გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, რომ მომხდარიყო მორიგება ამ ფაქტის უარყოფაზე და გამოძიება არ დაწყებულიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მისცა თამთამ ჩვენება, რადგან მას აქვს დედისგან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენს მიერ გამოძიებას მიეწოდა ინფორმაცია თამთას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას დაუმძიმდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ საღამოდან და მასთან ფსიქოლოგების ჩართვა გახდა საჭირო,”- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.