გორში ორმოში ჩავარდნილი ტურა მაშველებმა ამოიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ერთ-ერთ ორმოში ტურა ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, მათ ვერ მოახერხეს გარეული ოთხფეხა ცხოველის ორმოდან ამოყვანა და სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდნენ.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფი შემოსული ზარის შემდეგ ოპერატიულად მივიდა ადგილზე. ამ დროისთვის გარეული ცხოველი ორმოდან ამოყვანილია და მოსახლეობაში პანიკის საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები