ოზურგეთში “ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019” კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა (ფოტოები)

ოზურგეთში “ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019” კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

“ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართა,  ხალხური რეწვის მასტერკლასი, ვიქტორინა ევროპული კულტურის შესახებ, ქართული-ხალხური ინსტრუმენტებით შესრულდა ევროპული მუსიკა.

“ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს.

“ევროპის მემკვიდრეობის დღეებშ”ი ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს.

ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება. წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემაა: ხელოვნება და სანახაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები