2019 წლის პირველ ნახევარში უცხოური ინვესტიციების მოცულობით ენერგეტიკის სექტორი ლიდერობდა

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. Galt & Taggart-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკის სექტორის მიერ მოზიდულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 112 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით ინვესტიციები 32.2 % -ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ენერგეტიკის სექტორი პირველ ადგილზეა. როგორც Galt & Taggart-ის კვლევებშია აღნიშნული, ყველაზე მსხვილი თანხები ნენსკრა ჰესის, აჭარ-ენერჯის და ენერგო პრო ჯორჯიას პროექტებში იქნა მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები