ირანი დაკავებულ რუს ჟურნალისტს გამოუშვებს

ირანში დაკავებულ რუს ჟურნალისტს იულია იუზიკს მალე გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავიმ განაცხადა.
“ის განმარტებებისთვის დააკავეს,და მალე გაათავისუფლებენ”, – განუცხადა რუსულ მედიას მუსავიმ.
დღეს გახდა ცნობილი, რომ იულია იუზიკი თეირანში დააკავეს.
იუზიკი რამდენიმე წლის წინ თეირანში კორესპონდენტად მუშაობდა და ცოტა ხნის წინ კი, ქვეყანაში მიწვევით დაბრუნდა, თუმცა აეროპორტში მას პასპორტი წაართვეს და უთხრეს, რომ ქვეყნიდან გაფრენის დროს დაუბრუნებდნენ.
გვიან ღამით კი, მასთან სასტუმროში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანამშრომლები მივიდნენ და წაიყვანეს.
იუზიკს მოსკოვში დარეკვის უფლება მისცეს, და მან თქვა, რომ იატაკზე ზის საკანში და მალე სასამართლო გაიმართება.
ჟურნალისტებს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებენ, მას სულ მცირე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები