CNN-ი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რგოლს ეთერში არ გაუშვებს
ტელეკომპანია CNN-მა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ მომზადებული ორი სარეკლამო რგოლის საეთერო ბადეში განთავსებაზე უარი თქვა, რადგან ისინი “ფაქტებს არ შეესაბამება”.
თუმცა, ტელეარხი მესამე რგოლს გაუშვებს, რომელიც მას 3 ოქტომბერს მიაწოდეს.
მას შემდეგ, რაც არხმა პირველი რგოლის გაშვებაზე უარი თქვა, ტრამპის საარჩევნო შტაბმა CNN დემოკრატების პიარით დაკავებულ მედისაშუალებად შეაფასა.
ტელეარხის მიერ დაწუნებულ რგოლში დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის მიმართ ბრალდებებია ნახსენები, რომლებიც CNN-ის განცხადებით, რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციების მიერ უკვე არის დაწუნებული.
რეკლამაში ისმის მტკიცებულება, რომ დემოკრატები ცდილობენ “მოიპარონ” არჩევნები იმპიმჩმენტთან დაკავშირებული გამოძიებით, მედია კი, ამაში მათ ეხმარება.
გარდა ამისა, CNN-ში აღნიშნეს, რომ უარის თქმის საფუძველს მათი ორგანიზაციის თანამშრომლების შეურაცხყოფაც გახდა.