ლუქსემბურგში ევროპის ლიგის მატჩი ყარაბაღის დროშის გამოჩენის გამო შეაჩერეს
ლუქსემბურგში ევროპის ლიგის მატჩი დროებით შეაჩერეს. “დიუდელანჟის” და “ყარაბაღის” თამაში იმ დროს შეჩერდა, როდესაც სტადიონის თავზე დრონი გამოჩნდა, რომელზეც მთიანი-ყარაბაღის დროშა იყო დამაგრებული.
BBC-ის ინფორმაციით, თამაში 15 წუთით შეჩერდა.
ფეხბურთელები დრონის ჩამოგდებას ბურთის მეშვეობით ცდილობდნენ.