კიევში ყველა რუსულენოვანი სკოლა უკრაინულ ენაზე გადადის
უკრაინაში 2020 წლის სექტემბრიდან ყველა რუსულენოვანი სკოლა უკრაინულ ენაზე გადავა.
ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა ანა ნოვოსადმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ცოტაა რუსულენოვანი სკოლა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ.
ამასთან, მინისტრის თქმით, ასეთ სკოლებში სადაც ძირითადი ენა უკრაინული იქნება, რუსული ენა, როგორც საგანი მაინც დარჩება.
უკრაინაში 16 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელმაც უკრაინულ ენას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სახელმწიფო ენას განამტკიცებს. ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვალდებულია მხოლოდ უკრაინული ენა გამოიყენოს.