ირანში რუსი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

თეირანში რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ბორის ვოიცეხოვსკიმ გაავრცელა.

მისი თქმით, იუზიკი რამდენიმე წლის წინ თეირანში კორესპონდენტად მუშაობდა. ცოტა ხნის წინ კი, ქვეყანაში მიწვევით დაბრუნდა, თუმცა აეროპორტში მას პასპორტი წაართვეს და უთხრეს, რომ ქვეყნიდან გაფრენის დროს დაუბრუნებდნენ.

“წუხელ კი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანამშრომლები მისი სასტუმროს ნომერში შეიჭრნენ და წაიყვანეს”, – დაწერა ვოიცეხოვსკიმ.

მისი თქმით, იუზიკს მოსკოვში დარეკვის უფლება მისცეს, და მან თქვა, რომ იატაკზე ზის საკანში და მალე სასამართლო გაიმართება.

ვოიცეხოვსკის ინფორმაციით, იუზიკს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებენ, მას სულ მცირე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები